ინვესტორთათვის

რატომ საქართველო?

საქართველო თავისი უნიკალური მდებარეობით წარმოადგენს ფანჯარას ევროპული ბაზრებისა და სტანდარტებისაკენ, ამასთან, კულტურულად და ეთნიკურად აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროებს.

გლობალურ კონტექსტში საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და მაქსიმალურად უწყობს ხელს ადგილობრივ ეკონომიკაში საერთაშორისო ინვესტიციების განვითარებას. თქვენთვის უამრავი შესაძლებლობა იყრის თავს, როგორც საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ისე – ბათუმში, რომელიც გართობის, დასვენების ჰაბი და უმშვენიერესი საკურორტო ზონაა შავი ზღვის სანაპიროებზე.

საქართველოს ვიზა

საქართველოში თქვენი მოგზაურობის მიზნებიდან გამომდინარე შეგიძლიათ, შეარჩიოთ ვიზის სახეობა, რომლის მოსაპოვებლადაც განაცხადის შევსება დაგჭირდებათ. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ვიზა ტურისტული ვიზიტის, სწავლის, ბიზნესის ან მუდმივი ცხოვრებისათვის.

ამასთან, შეგიძლიათ, გამოიყენოთ E-VISA პორტალი, რათა მიიღოთ მოკლევადიანი ვიზა საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში ვიზიტის გარეშე. E-VISA პორტალის საშუალებით სავიზო განაცხადის შევსებისას, პლატფორმა გაგზავნის შეტყობინებას მითითებული ელ.ფოსტის მისამართის დასადასტურებლად და სახელმწიფო ბაჟის გადახდის უზრუნველსაყოფად. თქვენ უნდა დაადასტუროთ ელექტრონული ფოსტა 1 (ერთი) საათის განმავლობაში (წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი გაუქმდება) და გადაიხადოთ სახელმწიფო გადასახადი 5 (ხუთი) საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მიიღებთ დადასტურებას ელ.ფოსტის საშუალებით.

შეგიძლიათ, ასევე, გამოიყენოთ E-APPLICATION სისტემა ნებისმიერი კატეგორიის ვიზის მისაღებად. პორტალისაგან განსხვავებით, აღნიშნულ სისტემაში განაცხადის გაკეთების შემდეგ, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარუდგინოთ ხელმოწერილი სავიზო განაცხადის მყარი ასლები და ყველა საჭირო დოკუმენტი.

50-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს და ნებართვების მფლობელებს შეუძლიათ, ვიზის გარეშე ეწვიონ საქართველოს შესაბამისი დროის მონაკვეთის განმავლობაში – ამ ქვეყნებს შორისაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ყატარი, იორდანია და ლიბანი.

ვიზის კატეგორიები

არსებობს ხუთი სავიზო კატეგორია: დიპლომატიური (A), სპეციალური (B), ჩვეულებრივი (C), იმიგრაცია (D) და ტრანზიტი (T).

ჩვენი მომხმარებლებისთვის ყველაზე აქტუალური კატეგორიებია:

C1 ტურისტული ვიზა: მოკლევადიანი (30 დღიანი) ვიზა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ 50 გამონაკლისი ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეობა ან ცხოვრების ნებართვა.

D1 სამუშაო ვიზა: მათთვის 1) ვინც გეგმავს საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლას და აქვს სამუშაო ხელშეკრულება კომპანიასთან; 2) რომლებიც წარმოადგენენ ან ფლობენ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ან ფირმას და გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას.

D3 საგანმანათლებლო ვიზა: მათთვის, ვინც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და სწავლას ავტორიზებულ უნივერსიტეტებში/სკოლებში.

D5 კერძო საკუთრების მფლობელთა ვიზა: მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს და ვისაც უკვე აქვს შეძენილი ქონება (ბინა (ბინები) მიწა (მიწები) და ა.შ.), რომელთა ღირებულებაც, მინიმუმ, 100,000 აშშ დოლარია. ქონების საბაზრო ღირებულება უნდა იყოს დაწერილი და დამტკიცებული აკრედიტაციის ცენტრის სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ.

შემოსვლა საქართველოში

პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოსასვლელად ორი ძირითადი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ:

შემოსვლა ვაქცინირებული ვიზიტორებისათვის:

საქართველოში შემოსვლა საჰაერო გზით შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის, რომელიც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. აღნიშნული დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინის სრულ კურსს (კერძოდ AstraZeneca (Vaxzevria), AZD1222 (SK Bioscience Co Ltd.), Covieshield, Janssen, Moderna, Pfizer-BioNTech, Sinopharm and Sinovac). დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენებზე.

ასევე, დაშვებულია მგზავრები, რომლებსაც აქვთ ჩამოსვლამდე არა უმეტეს 100 დღით ადრე გაცემული ტესტის პასუხი დადებით COVID-19-ზე; აგრეთვე, COVID-19 ვაქცინაციის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მათ გაიკეთეს ვაქცინის ერთი დოზა ჩამოსვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე. დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენებზე.

მგზავრებს არ უნდა ჰქონდეთ ინდოეთში მოგზაურობის ისტორია საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში.

შემოსვლა არავაქცინირებული ვიზიტორებისათვის:

წინამდებარე ქვეყნების მოქალაქეები და ბინადრობის ნებართვის მფლობელები:

აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ავსტრია, ბაჰრეინი, ბელორუსია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ჩინეთი (სახალხო რესპუბლიკა), ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი , ისლანდია, ერაყი, ირლანდია (რესპუბლიკა), ისრაელი, იტალია, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი, კორეა (რესპუბლიკა), ქუვეითი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიბანი, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა (რესპუბლიკა), მონაკო, ჩერნოგორია, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია (რესპუბლიკა), ნორვეგია, ომანი, პოლონეთი, პორტუგალია, ყატარი, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სან მარინო, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, აშშ, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი.

მათ შეუძლიათ საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლა (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები ჯერაც დახურულია) ქვემოთ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად:

  • მათ უნდა შეავსონ სავალდებულო ელექტრონული ფორმა და მიიღონ დადასტურების ნომერი, რომელიც უნდა წარმოადგინონ გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას (check-in)
  • მათ უნდა წარმოადგინონ უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, რომელიც ჩატარდა საქართველოში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე (10 წლამდე ასაკის მგზავრები თავისუფლდებიან აღნიშნული მოთხოვნისგან და მათთვის ნებადართულია საქართველოში შემოსვლა PCR– ის გარეშე).
  • დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
  • საქართველოში ყოფნიდან მე-3 დღეს მათ უნდა ჩაუტარდეთ PCR კვლევა საკუთარი ხარჯებით.
  • ყველა პირი, რომელმაც გაერთიანებული სამეფოში იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლისთანავე მოთავსდება სავალდებულო 12 დღიან კარანტინში.
  • საქართველოდან აზერბაიჯანისკენ AZAL და Buta Airways-ით მიმავალმა მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ უარყოფითი PCR ტესტის პასუხი QR კოდით ან მიიღონ ცნობა უარყოფითი კოვიდ ტესტის პასუხის შესახებ სინევოს ლაბორატორიის ერთ-ერთი ფილიალიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

IATA ტურისტული ცენტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Stop Covid საქართველო

ცხოვრება საქართველოში

უცხოელები, რომლებიც აპირებენ ქვეყანაში გადასვლას, შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ ბინადრობის მისაღებად მრავალი გზა არსებობს. საქართველოს ვიზა არაბეთის გაერთიანებული საემიროების რეზიდენტებისთვის, ეგვიპტის რეზიდენტებისთვის, ყატარის მაცხოვრებლებისთვის და საუდის არაბეთის მაცხოვრებლებისთვის ზოგჯერ აჩქარებულია ქონების ფლობის შემთხვევაშიც კი.

საქართველოში ბინადრობის ნებართვისთვის განაცხადის შესატანად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა გააჩნდეს მათი ქვეყნის შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული შემდეგი დოკუმენტები:

პასპორტი.

ბინადრობის ბარათი ან ვიზა ისეთი ქვეყნიდან, როგორებიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ყატარი, ან საუდის არაბეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს ვიზა (კატეგორია C არ გამოიყენება, ვიზა უნდა იყოს D1 შრომითი ვიზა ან D5 საკუთრების მფლობელების ვიზა).

დროებითი ბინადრობის ნებართვა:

სამუშაო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით.

საგანმანათლებლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ისეთი უცხოელის ოჯახის წევრებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ბინადრობის ნებართვა.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც ახორციელებს 300,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) რაოდენობის ინვესტირებას საქართველოში.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება 100 000 აშშ დოლარზე მეტია.

ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრებისათვის:

მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, შვილზე ან მშობელზე ოჯახის წევრობის საფუძველზე. უცხოელს შეუძლია, მიიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში ცხოვრობს ბოლო 6 წლის განმავლობაში (გარდა სასწავლო, სამედიცინო ან დიპლომატიური მიზნებისა).

უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც განახორციელებენ 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას საქართველოში. უცხოელს უნდა ჰქონდეს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და წარმოადგინოს მტკიცებულება მინიმუმ 50,000 აშშ დოლარის ოდენობის წლიური ბრუნვის შესახებ სამეწარმეო საქმიანობის პირველ წელს, 100,000 აშშ დოლარი – მეორე წელს, 120,000 აშშ დოლარი – მესამე, მეოთხე და მეხუთე წლებში. მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს იმ პირზე, რომელმაც მიიღო ბინადრობის ნებართვა საკუთრების უფლების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ქონების ღირებულება არის მინიმუმ 300,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამ შემთხვევაში, პირს უნდა გააჩნდეს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ხოლო საკუთრების უფლების მიღებიდან გასული უნდა იყოს 5 წელი.

Compare listings

Compare
Open chat