Alabwaz

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მასალებისაგან აშენებული საცხოვრებლების მრავალფეროვან არჩევანს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეებში.

ჩვენი კომპანია

ალაბვაზი რეგიონში უძრავი ქონების ლიდერია. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროექტს ევროპასა და არაბულ სამყაროში. როგორც საერთაშორისო ბრენდი, მნიშვნელოვნად ვართ ფოკუსირებულნი უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი სივრცეების და ინკლუზიური, უსაფრთხო სამუშაო ადგილების შექმნაზე.

ალაბვაზი რეგიონში უძრავი ქონების ლიდერია. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროექტს ევროპასა და არაბულ სამყაროში. როგორც საერთაშორისო ბრენდი, მნიშვნელოვნად ვართ ფოკუსირებულნი უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი სივრცეების და ინკლუზიური, უსაფრთხო სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ დროისათვის ალაბვაზი წარმოადგენს უძრავი ქონების ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანიას რეგიონსა და საქართველოში, ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ჩვენ 20 საუკეთესო კომპანიათა შორის ვართ.

ჩვენი იდენტობა

თქვენთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ვიღებთ გრძელვადიან პასუხისმგებლობას მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით, ამასთან, ყოველთვის ვითვალისწინებთ გარემოსა და ადამიანების საჭიროებებს.

ალაბვაზში ინკლუზიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ჩვენ ვმართავთ ექვს ფილიალს ორ კონტინენტზე, ვხელმძღვანელობთ გუნდს, რომელიც შედგება 10+ ეროვნების 200-ზე მეტი ადამიანისაგან. ჩვენ ვაფასებთ მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას ყველგან, სადაც ვოპერირებთ.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ უსაფრთხო, კომფორტული საცხოვრებელი. ბუნებასთან სიახლოვის უზრუნველყოფით და მაღალი ხარისხის მასალებით ვაშენებთ სივრცეებს, სადაც გაცხადებულია ჩვენი უმთავრესი ღირებულებები: კომფორტი და უსაფრთხოება.

ამასთან, ჩვენს ორგანიზაციაში მუდმივად ვნერგავთ ევროპული ინდუსტრიის ლიდერების უმაღლეს სტანდარტებს, რათა გავხდეთ სანდო, საიმედო გლობალური მოთამაშეები დეველოპმენტის, უძრავი ქონების მართვისა და კონსალტინგის მიმართულებით.

მდგრადობა

ჩვენ მუდამ ვრჩებით მდგრადი განვითარების ერთგულნი და სწორედ აღნიშნული ღირებულება წარმოადგენს ჩვენი სოციალურ პასუხისმგებლობის საფუძველს, რისთვისაც მეტად ამბიციური სტრატეგია შევიმუშავეთ.

მდგრადობის ხელშეწყობის პრიორიტეტად დასახვა ნიშნავს გავაცნობიეროთ საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, სამუშაოთა ავტომატიზაციასა და რესურსების ჭარბ მოხმარებასთან. ყველა ეს გამოწვევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანებსა და პლანეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტია, შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ადამიანი და ბუნება არა მხოლოდ თანაარსებობენ, არამედ – ურთიერთდამოკიდებულნი ხდებიან.

თანასწორობა სამუშაო ადგილზე

ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მაქსიმალურ მრავალფეროვნებას სამუშაო ადგილებზე, ამასთან, უზრუნველვყოფთ თანაბარ შესაძლებლობებს. თანასწორობა აძლიერებს გუნდურ სულისკვეთებას და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მატებს ალაბვაზის თითოეულ თანამშრომელს, რათა მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი პოტენციალი. ჩვენი თანამშრომლების 50%-მდე ქალია, ისინი წამყვანი პოზიციებიდან ქმნიან ჩვენი კომპანიის მომავალს, რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის გენდერული თანასწორობა და თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენი სერვისები

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს კლიენტებს, რათა განახორციელონ საუკეთესო უძრავი ქონების ინვესტიცია ექსპერტების თავდადებული გუნდის წყალობითა და ხარისხიანი სერვისით.


უძრავი ქონების დეველოპმენტი

ჩვენ ვაშენებთ უნიკალურ და ულტრათანამედროვე პროექტებს ყველაზე შთამბეჭდავ ლოკაციებზე, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს კლიენტებსა და მათ ოჯახებს, შეიძინონ იდეალური სახლი.

ჩვენ ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის მასალების გამოყენებით და ყოველთვის უზრუნველვყოფთ უსაფრთხო საშუალებებისა და საუკეთესო მომსახურების მიწოდებას ჩვენი ქონების მეპატრონეებისათვის.


უძრავი ქონების მრჩეველი

ბაზრის სტრატეგიული ანალიტიკის, ქონების ფასებისა და ლოკაციის გათვალისწინებით, ჩვენ ვაძლევთ რჩევებს კლიენტებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით.

ჩვენი კომპლექსური, თავდადებული მრჩეველების გუნდი, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ინდუსტრიაში, მიზნად ისახავს თქვენი ინვესტიციის გარანტირებულობასა და თქვენს კმაყოფილებას.


ქონების მართვა

ჩვენ ვეხმარებით ჩვენი ქონების მფლობელებსა და ინვესტორებს რემონტის დასრულებასა და ტექნიკური მომსახურებების მიღებაში, მათი მოგების მაქსიმალურ გაზრდაში ჩვენი გამოცდილების გაზიარებით.

ჩვენი პარტნიორები

Compare listings

Compare